საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეტ აფრიკაში ტურნეზე იმყოფება, სადაც მასპინძელთა გარდა არგენტინა და ურუგვაიც იმყოფება.
პირველი თამაში ჩვენებმა არგენტინასთან გამართეს და 10:82 განადგურდნენ. არადა, პირველ ტაიმის შემდეგ ასეთ სხვაობას ვერავინ წარმოიდგენდა. ჩვენების ბურთის ფლობა 77% იყო და მუდმივად მეტოქის ნახევარზე იყვნენ, მაგრამ არგენტინა სულ სამჯერ გაიქცა და სამი ლელო დადო. სავოლოოდ, ტაიმი 3:21 წავაგეთ.
დაიწყო მეორე ტაიმი და ქართველებმა ლელოთი სხვაობა შეამცირეს. ისევ ბრძოლის მოლოდინში დავრჩით, მაგრამ…
დარჩენილ დროში არგენტინამ ცხრა (!) ლელო დადო და ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა.