“მხარს ვუჭერს პრაიდის ჩატარებას. რაც შეეხება 20 ივნისს, მტერიც არ მოიქცეოდა ასე, როგორც სახელმწიფო მოიქცა”-აცხადებს 91 ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე ტვ “პირველთან”. მისი თქმით, ადამიანები, ვინც 20 ივნისს მომხდარს ამართლებს, მას ალბათ უარესის ჩადენა შეუძლია:
“მხარს ვუჭერ პრაიდის კვირეულის ჩატარებას. ადამიანი, ყველა თავისებურია და რა უფლება გვაქვს ჩვენ ჩავერიოთ მის პირად ცხოვრებაში. ადამიანი დაიბადა განსხვავებული ოპიენტაციის და ეს მისი ბრალია? პროტესტს რატომ აცხადებენ ამაზე მე არ მესმის. როცა ხელსიუფლების წარმომადგენელი ასეთნაირად მსჯელობს, რა მოვთხოცო მაშინ რიგით ადამიანს? ჩვენ ხომ დღეს გაუნათლებელ საზოგადოებაში ვცხოვრობთ? ისინი ხომ ბრმად ენდობიან ასეთი ტიპის განცხადებებს? არ ვიცი ასეთი ხალხი როგორ უნდა იყოს ხელისუფლებაში.
რაც შეეხება 20 იცნისს-სახელმწიფო თავის მოქალაქეებს მოექცა ისე, მტერიც რომ არ მოიქცეოდა. თვალების დათხრა სიკვდილის ტოფასი ხომ არის? 20 ივნისი ჩემთვის არის რაღაც კოშმარი. პირადად მე ამას ვერასდროს ვაპატიებ ამის გამკეთებელს და ის, ვინც ამართლებს ამას, ალბათ თვითონ უარესს ჩაიდენდა”-ამბობს 91 წლის ბლოგერი.