მე-19 საუკუნის ულამაზესი ოქროთი და ვერცხლით გაწყობილი გურული ხანჯალი, გურულ ხანჯლებს ჰქონდათ დამღა – ყვავილის კოკრის მსგავსი, იგი მისი ფორმითაც გამოირჩეოდა სხვა ხანჯლებისაგან. ხანჯალი მზადდებოდა ოზურგეთში. გურულ ხანჯლებზე ქართულის გარდა გვხვდება არაბული წარწერები და ოსმალური სიმბოლიკა, რადგანაც იგი გაჰქონდათ თურქეთის კონტროლირებად ტერიტორიებზეც.