“აბასთუმანი, დედულეთი, ჩემი სახლი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
არქიტექტორი – რიჰარდ როშერი.
ჩემი ცხოვრების უწმინდეს ნაწილზე აღარაფერს ვამბობ, ვამბობდი რომ ივანიშვილი სასტიკ განაჩენს გამოუტანდა საქართველოს და აღასრულა კიდეც. ასე სჯის სადამი ქართველ ხალხს.
აღარ ვარ საფრთხე და საკმაოდ შორს ვარ, რომ ვინმეს ვაფრთხობდე, მაგრამ ასეთია ერთი სულძაღლის სახელმწიფოს შურისძიება.
ეს უძველესი გერმანული კოშკი არაა მხოლოდ ჩემი და ის საქართველოს კუთვნილებაცაა.
რაც უნდა დაემართოს ჩემი ბავშვობის მოგონებების უწმინდეს ძეგლს, ერთ ჩიჩქს არ დავთმობ.
შემოაცურა სულძაღლმა სიცრუე და ხალხს აჯერებს, რომ ეს ვანდალიზმი შესაძლოა ჩემმა მეზობელმა ჩაიდინა.
ჩემი მეზობელი ნიკალასავით კიბის ქვეშ ცხოვრობს და ჩაკეტილ სხვენზე ასანთს ვერ ააგდებდა, ვერც ფხიზელი და ვერც მთვრალი, მით უმეტეს რომ თავადაც იქ ცხოვრობს.
სიხარბით მთვრალი, საინვესტიციო ადგილებს ვინ წვავს და ძეგლებს ვინ აფეთქებს, ვიცით.”