ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის ზრდის გამო, დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება აუცილებელი გახდა. რეგულაცია ძალაში მომავალი კვირიდან შევა.
უკვე მე-4 დღეა, რაც ქვეყანაში დღიური ინფიცირების ახალი შემთხვევები ასს აჭარბებს, რაც აპრილის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია. გარდა ამისა, ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში სავარაუდოდ, კორონავირუსის “დელტა” შტამის კვალიც დააფიქსირეს.
ამის პარალელურად, ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს “ფაიზერით” ვაქცინაციის პროცესი. მოსახლეობის 59% სრულად ვაქცინირებულია.