ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ორ ექიმს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა დაგვიდასტურა.
„სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ორი მედდა გვყავს ინფიცირებული. კონტაქტების მოკვლევას დავიწყებთ, მათი თანამშრომლები მუშაობას 72 საათში ერთხელ ტესტირების რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.“-განაცხადა მენაღარიშვილმა.
ლანჩუთის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის 13 შემთხვევა დაფიქსირდა. გურიის რეგიონში კი 62.