აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.
„ბიძინა, წყალში ჩაგეყარა ამერიკაში გადარიცხული მილიონები. კუშნერის სიმამრი აღარაა პრეზიდენტი, ის გადაირჩია ამერიკელმა ხალხმა. მადლობა ამერიკელ ხალხს“, – წერს ნათელაშვილი.
ცნობისთვის, არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.