საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის“ ლიდერი, ლევან ვასაძე, ვიდეომიმართვას ავრცელებს:
“გუშინწინ გავიდა 10-დღიანი ვადა, რომელიც შევუთვალეთ ხელისუფლებას „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით, რადგანაც მათ არ გააკეთეს განცხადება, რომ აუქმებენ ამ ღონისძიებას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. 5 ივლისს ყველას გეძახით და გეპატიჟებით, მოგიწოდებთ, რომ მივიდეთ რუსთაველის გამზირზე, მე პირადად დილიდან ვიქნები რუსთაველის ძეგლთან!
ამ უმსგავსობის ჩატარება 12:00 საათზე უნდათ და ჩვენ ამას აღვუდგებით წინ, მოვუწოდებ მთავრობას, გააუქმოს ეს ღონისძიება, რათა თავიდან აიცილოს ეს სოციალური დაძაბულობა. მსგავსი ღონისძიებები დაუშვებელია ჩვენს რეგიონში ის სპობს ნებისმიერ რეინტეგრაციის პერსპექტივას ჩვენს ძმებთან – ოსებთან და აფხაზებთან, არცხვენს საქართველოს სახელს მთელ რეგიონში…ეს არიან დაფინანსებული, ხელფასზე მოქმედი ჭინკები, რომლებიც ჯამაგირს იღებენ ყოველგვარ უმსგავსო საკითხებში, ჩვენი ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი, ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც იქ შეიძლება მოხდეს, არის ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობა და იმედს ვიტოვებ, რომ მოუხმობენ კეთილგონიერებას და აღკვეთენ ამ სრულიად დაუშვებელ ღონისძიებას.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ მეც მოვიდე იქ, ისევე როგორც ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ოჯახი და ტრადიცია. ყველას გთხოვთ დაპირისპირების შემთხვევაში არ დაარტყათ მათ ხელი და მხოლოდ გაიყვანოთ პროვოკაციის ადგილიდან. ძალოვნებს მინდა ვთხოვო, არავითარ შემთხვევაში არ გამოესარჩლონ უზნეობის ზეიმს საქართველოში. არანაირი ჯამაგირი არ გიღირთ თქვენი ქვეყნის შერცხვენად, თუ ეს ჩვენი პოლიტიკოსები ასეთ უსამართლო ბრძანებას მოგცემენ, ნუ შეასრულებთ მას და გაიწიეთ გვერდზე, რადგან ეს არ არის თქვენი საქმე. მოვუწოდებ უცხოური ქვეყნების ელჩებს, განსაკუთრებით კი დასავლური ქვეყნების ელჩებს, რომლებმაც ტრადიციად გახადეს ქართული ტრადიციების დაცინვა და ხელყოფა, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს, მის ეკლესიას, დარჩით თქვენს საელჩოებში და ნუ გაერევით ამ პროვოკაციაში, სიბინძურეში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.