“ვარდისფერი ციხე”- რა მიზნით შეღებეს ყველაფერი ვარდისფრად შვეიცარიის ერთ-ერთ საპატიმროში?

"ვარდისფერი ციხე"- რა მიზნით შეღებეს ყველაფერი ვარდისფრად შვეიცარიის ერთ-ერთ საპატიმროში?

ამ ღია ვარდისფერი ინტერიერის შემხედვარე, ალბათ ფიქრობთ, რომ თქვენ წინაშე დისნეის რომელიმე პრინცესის ციხე -კოშკია. სინამდვილეში კი – ეს შვეიცარიული ციხის, განახლებული საკნებია.

2019090723032286669-1624698980.jpg

გაინტერესებთ ციხის ინტერიერის ფერი ვარდისფერზე რატომ შეჩერდა? საქმე იმაშია, რომ ფსიქოლოგებმა და ციხის ადმინისტრაციამ ადამიანის ქცევასა და მის გრძნობებზე ფერების გავლენა გაითვალისწინა, რის შემდეგაც საკუთარი არჩევანი სწორედ ვარდისფერზე შეაჩერა.

2019090723065186669-1624699003.jpg

2019090723112086669-1624699075.jpg

როგორც მეცნიერებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაადგინეს, ვარდისფერის გარკვეულ ტონებს ადამიანში აგრესიულობის გრძნობის შემცირება შეუძლია, მაშინაც კი, თუ ამის ყველა წინაპირობა არსებობს. რატომ ხდება ესე? ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეცნობიერში ვარდისფერი სინაზესთან, სიყვარულთან და ბედნიერებასთან ასოცირდება.

2019090723093386669-1624699025.jpg

2019090723115486669-1624699053.jpg

ამ დარგის სპეციალისტმა დანიელა შპეტმა სპეციალურად, თვალისთვის განსკუთრებულად სასიამოვნო ტონი სახელწოდებით “Cool Down Pink” (“დამამშვიდებელი ვარდისფერი”) შეიმუშავა, რომლითაც სააბოლოოდ მთელი ციხის კედლები გადაიღება.

პატიმრები ამ სიახლეს საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ, მათ უჭირდათ იმის გაგება თუ რატომ მოათავსეს ისინი “პატარა პრინცესას სახლში” და ამის გამო, თავს საკმაოდ დამცირებულადაც კი გრძნობდნენ.

თუმცა, მათი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, ფსიქოლოგების დაკვირვებით, პატიმრებს შორის აგრესიის დონემ მნიშვნელოვნად იკლო. ასე რომ, შესაძლებელია მომავალში, “ფერის ზემოქმედების” პრაქტიკამ, შვეიცარიის ფარგლებს გარეთაც, სულ უფრო ფართო გავრცელება ჰპოვოს.

Intermedia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share