„ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიებს. ჩვენ მზად ვართ, ეს ტერიტორიები საჩუქრად მივიღოთ“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, იპოდრომის გადაცემა მუნიციპალიტეტისთვის მოსყიდვა ხომ არ არის, კალაძემ უპასუხა:
„ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიებს. ჩვენ მზად ვართ, ეს ტერიტორიები საჩუქრად მივიღოთ. ამაში არანაირი შეზღუდვა და კანონდარღვევა არ არის. მზად ვართ, რომ ის ტერიტორიები გადმოგვცენ და მადლობელი ვიქნებით, ქალაქი მათ მადლობას გადაუხდის. იმაზეც არ შევაწუხებთ, რომ იქ შემდეგ პროექტის განხორციელებისთვის ფული დახარჯონ. ამ ვალდებულებას ჩვენს თავზე ავიღებთ და მუნიციალიტეტი დიღმის ტყე-პარკს მოაწყობს, განაახლებას და კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს, თუ ისინი მას საჩუქრად გადმოგვცემენ”,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის და „ქართუ ფონდის“ საკუთრებაში არსებული იპოდრომის ტერიტორია დედაქალაქს გადაეცა. ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.