სლოვაკეთში ავტომობილი გაფრინდა. ამის შესახებ უცხოური მედია აქტიურად წერს.
მათივე ინფორმაციით ფრენა 35 წუთი გაგრძელდა, გადაფრენა კომპანია Klein Vision-ის ავტომობილით, Aircar-ით მოხდა.
ავტომობილმა ბრატისლავადან ნიტრამდე 85 კილომეტრი იფრინა. კომპანიის მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ავტოსაფრენი მოწყობილობის რიგით 142 გაფრენა.
ჰიბრიდი Aircar აღჭურვილია BMW-ის ძრავით და შეუძლია განავითაროს 200 კმ/ს, 2500 მეტრის სიმაღლეზე ჰაერში.
როდის დაიწყება მფრინავი ავტომობილის სერიული წარმოება, კომპანია ჯერჯერობით ვადებს და თარიღებს არ ასახელებს.
როდესაც მფრინავი ჰიბრიდი მიწაზე დაშვება, მას ზუსტად სამი წუთი სჭირდება, რომ ჩვეულებრივ სპორტულ ავტომობილად გარდაიქმნეს.
მფრინავი მანქანის შექმნა 2 მლნ ევრო დაჯდა.