ექვსი მედალი საბრძოლო ხელოვნების ჩემპიონატიდან

დღეს ონლაინ მსოფლიო ჩემპიონატი ჩატრადა საბრძოლო ხელოვნებაში, კატაში.

ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ტაეკვანდოს სექციის სპორტსმენებმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონატში, როგორც მოქმედი სპორტსმენი მწვრთნელი და პედაგოგი ირაკლი ტუღიში ჩაერთო და ბრწყინვალე შედეგი აჩვენა.

ჯამში ოზურგეთიდან ექვსმა სპორტსმენმა იასპარეზა და ოთხი პირველი და ორი მეორე ადგილი დაიკავეს.

ირაკლი ტუღუში – I ადგილი

ლუკა გურასაშვილი – I ადგილი

ნიკა ლაბარტყავა – I ადგილი

 

ბუკა გუჯაბიძე – I ადგილი

გოჩა სირაძე – II ადგილი 🥈

ანდრია მელაშვილი – II ადგილი

 ოზრგეთელ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება, ფოტოების და შედეგების გამოქვეყნებით , საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ფედერაციამ მიულოცა.

ფოტოს გახსნა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share