პოეტი სოფიო ღლონტი გუშინ დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იმ საზოგადოებას მიმართავს, ვისთვისაც ძალადობა, მით უფრო ღმერთის სახელით, გამართლებული და მისაღები გახდა:
“არა ძალადობას! არასოდეს მეყვარებოდა ისეთი ღმერთი, რომელიც ძალადობას იწონებს.მაგრამ მე ასეთი ღმერთი არ მყავს, აი უმრავლესობას კი… დამგმეთ, ბატონებო იმის გამო, რომ არ მომწონს ეს ქვეყანა, რომელიც ყანად გადააქციეთ, ღირსება წაართვით, გაყიდეთ და დააქუცმაცეთ..არ ვცემ პატივს თქვენს ჩოხას, რომელიც სათაყვანებელი იყო ერთ დროს, ახლაც, მაგრამ თქვენს ფსევდოპატრიოტულ სულსა და სხეულზე შეუსაბამოა.აღარ ვენდობი თქვენს ანაფორას,გულზე დაკიდებულ ჯვრებს რომელიც გასვარეთ და იარაღად გამოიყენეთ, ცოდვილთა გასამათრახებლად…მახსენდება ბიბლიური ფრაზები:”აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლიო” … არც უფალს სჭირდება სახლი, სადაც სიყვარულის ნაცვლად სიძულვილია გამეფებული და ღმერთის ნაცვლად მამონა…აღარ გცემთ პატივს სირაქლემის პოზაში მდგარო მეგობრებო, პარტნიორებო, კოლეგებო, რადგან სიჩუმე, რომელსაც კულტურა დაარქვით და ტაქტიანობა, მედროვეობაა უფრო.რადგან ელოდებით ხელსაყრელ დროს, რომ არ გაგრიყონ “ძლიერმან ამა სოფლისამან” გეშინიათ, წყრთა არ დააკლდეს თქვენს დიდებას და პატივს მავანთა თვალში.სიმართლე თქვენთვის ხაფანგია და არასანდო, თაგუნიებივით უფრთხით მას…როდემდე უნდა ეთაყვანებოდეთ კერპებს კერპთთაყვანისმცემლებო?…როდემდე უნდა გძულდეთ ცოდვილი ქრისტიანებო? მაშ, ამაო ყოფილა ქრისტეს საუბარი სამარიტელ ქალთან? მიტევება მაგდალინელისა, პატიება პავლესი? პეტრესი და თომასი? იყო კი, ვინმე ღირსი , სულიწმინდისა, რომელიც იესომ მოუვლინა? გამოდის, ქრისტეზე აღმატებულნი ხართ ქრისტიანობაში???? აი, აქ იწყება სიცრუე , სიბრძნე სიცრუისა, რომელიც ასე გიყვართ..და ეს ყველაფერი მაშინ, როცა საქართველო ოკუპირებულია და “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე” იდეა მითოსი… მძულს ცოდვა, არ მძულს ადამიანი… სიამოვნებით დავიბადებოდი სხვაგან და არა ამ სიყალბეში… და ბოლოს, ვგმობ ძალადობას ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან, ეს მედია იქნება, ლგბტ თუ ბევრი სხვა მარაზმი .21 საუკუნეში მუშტი-კრივი არ მოაგვარებს სოდომურ მიდრეკილებებს, პირიქით…აანთეთ შუქი”-წერს სოფიო ღლონტი.