,,თბილისი განვითარების ფონდის” თანამშრომელს, სევა ტურძელაძეს, მიაჩნია, რომ ამირანაშვილის სახელობის ეროვნული მუზეუმის პუშკინის ქუჩაზე მდებარე ფლიგელს დასანგრევი არაფერი სჭირს და კულტურის სამინისტროს განცხადება საუკუნის აფიორაა.
საუკუნის აფიორაა. ამ თითქმის 200 წლის შენობის ყველა ფლიგელში ვარ ნამყოფი რესტავრატორ კონსტრუქტორებთან ერთად (შაშიაშვილი, ცომაია) მათ შორის საძირკველში ბოლომდე და დასანგრევი არაფერი არ ჭირს. უბრალოდ, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავის მოვალეობა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ჩაუტაროს რესტავრაცია – წერს ტურძელაძე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაციას იწყებს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მუზეუმის პუშკინის ქუჩაზე მდებარე ფლიგელის შენარჩუნება შეუძლებელია.
ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
არსებობს ვარაუდი, რომ პუშკინის ქუჩაზე მდებარე ეროვნული მუზეუმის ფლიგელი ბიძინა ივანიშვილის ,,პანორამა თბილისის” პროექტისთვის სჭირდება, რაშიც კულტურის სამინისტრო ხელს უწყობს.