როგორც აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ადამიანების დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი LGBT თემის მიმართ და ვერც ხვდებიან, ეს თემი რას ითხოვს.
მისივე თქმით, თუ პრაიდის მოწინააღმდეგე დაჯგუფებებს ძალაუფლება მიეცემათ ეს ნიშნავს, რომ „მკლავების მოშიშვლების, ან საკინძეების არშეკვრის შემთხვევაში ჩვენი და ჩვენი შვილების მტრებად იქცევიან“.
,,მაინტერესებს, ქართველობა უკვე დაკარგეთ ჯინსის შარვლებით რომ დარბიხართ, მკერდი რომ გიჩანთ, ქმრები სად გყავთ? ქართველ „ვაჟკაცებს“ მინდა მივმართო, ნიფხავ – პერანგში და შორტებით რომ ცეკვავდნენ, ჩემს ახალგაზრდობაში შორტით ქუჩაში გავლილი კაცი არ მინახავს თბილისში და გამოდის, რომ ტრადიციების წართმევა მხოლოდ ამ რეგვენების დონეზე ითვლება. რომელი დროის მდგომარეობით უნდა ჩავთვალოთ, რომ ძველ ტრადიციებს უნდა დავუბრუნდეთ? – იქნებ ჯერ შორტების მაგივრად შარვლებზე გადახვიდეთ და შემდეგ ილაპარაკოთ. ვინ დანიშნა ეს ხალხი შორტების ტოტების სიგრძის მზომავად – მუხლის ქვევით შეიძლება იყოს შორტი, მუხლამდე, თუ მუხლის ზევით, ვინ სიკვდილები არიან ესენი სხვას რომ ცხოვრების წესს უწესებენ? საზოგადოება ვერ ხვდება ადამიანის უფლებები რა არის, გარყვნილების პროპაგანდას ეწევიანო, ეს ადამიანები ითხოვენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ვაღიაროთ, რომ მათაც აქვს არსებობის უფლება და არა იმას, რომ ქუჩაში სექსი ჰქონდეს ვიღაცას. გამკვირვებია იმ მამების, გულზე მჯიღს რო ირტყამენ, შვილებს გვირყვნიანო და თვითონ აღმოჩნდება, ბავშვებს ჰომოსექსუალიზმზე ალაპარაკებენ. ადამიანების დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი ამ თემის მიმართ და ვერც ხვდებიან ეს თემი რას ითხოვს. მინდა მათ ვუთხრა – ჩაიხედეთ სარკეში, ამ ორკებს თუ მიეცათ ძალაუფლების ხელში აღების შესაძლებლობა, საკინძეები გახსნილი თუ გაქვთ, ან მკლავები შიშველი გაქვთ, იცოდეთ, რომ თქვენი მტრები არიან, თქვენს და თქვენი შვილების წინააღმდეგ გამოდიან. მაინტერესებს, შემთხვევით მათ დიდ ნაწილს იმის გამო, რომ აქ უსაქმურად იყვნენ დედები ხომ არ ჰყავთ უცხოეთში მონებად გაგზავნილი? ამათ ქართველობა სადღეგრძელოების სმა, მიწაში პატარა ორმოს გაკეთება, ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ. არავის არ შეურაცხვყოფ, მითხრას ვინმემ, რატომ არის ეს ვაჟკაცობა და განსაკუთრებულობის ხაზგასმა“, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.