“90-იანი წლები გამახსენდა, როცა ასეთივე უკონტროლო ჯგუფები აწიოკებდნენ ქუჩაში გამვლელებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს”
– აცხადებს ტვ “პირველთან” საუბარში პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე 5 ივლისის მოვლენების შეფასებისას. მისი თქმით, იქ სადაც ძალადობაა, ქრისტეს სახელის ხსენება უხერხულია: ” ქრისტიანისგან სიძულვილი არასდროს არ მოდის. ამის მაგალითი იყო ქრისტე, რომელიც მამა ღმერთს სთხოვდა, რომ მიეტევებინა მათთვის ვიცნ ჯვარს აცვა” – ამბობს ჯაფარიძე.