საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბაია პატარაიას პოსტს ეხმაურება და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს :
“ძვირფასო ბაია, თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკალად მთვლი და მხოლოდ, სასოწარკვეთილთან გინდა ამ კერძის ულუფის მიღება, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა, თავის დამპალი კომბოსტოთი და კარგად გაითავისოთ ეს გემო. არ ვაპირებ ვინმეს დავამცირებინო ის მიღწევები, რომელიც ქონდა საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი პრეზიდენტობის დროს, რომელიც იყო უპრეცედენტო ჩვენს ისტორიაში და უზარმაზარ სივრცეზე, სადაც ცხოვრობს რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი და ნამდვილად არ ვაპირებ second-hand choice ვიყო ვიღაცისთვის. Good luck!”
შეგახსენებთ რომ ბაია პატარაიამ 5 – 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე დაწერა, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს. მიხეილ სააკაშვილი კი მეორედ ჩამოტარებულ ხინკალად მოიხსენია.