ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ლონდონელის ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს გაზეთში ,,ცნობის ფურცელი” , გვამცნობს ლონდონში გურული ცხენოსნების ერთ-ერთი გამოსვლით მოხიბლული ინგლისელის რეაქციას: `საკვირველი მხედრები არიან! ავსტრალიის და ამერიკის მინდვრებში ვყოფილვარ, ასობით და ათასობით ვიცნობდი ცხენოსნებს, მაგრამ მაგათი მსგავსი კი არაფერი არ მინახავს. ეს კაცები, ასე გგონია, ცხენზე ამოსულები არიანო. ვერ გაგირჩევია: სად თავდება კაცი და სად იწყება ცხენი, ალბათ, იმათ ქვეყანაში კარგი ცხენოსნობის სკოლაა გამართული…
– რასა ბრძანებთ! ვუპასუხე, _ რის ცხენოსნობის სკოლა! ჩვენებური სოფლის ახალგაზრდობაა; ჩვენებურ სახალხო დღეობებში ყოჩაღი და მარჯვე ახალგაზრდა კაცები ყოველთვის ასე აჯირითებენ ცხენებს თავიანთ სატრფო ქალებსა და ტოლებს წინ.
– საკვირველია! აი, მექსიკელებმაც, ეხლა რომ ვნახეთ, ცხენზე კარგი ჯდომა იციან, მაგრამ ამ მთიელების შნო, სიმკვირცხლე და ყოჩაღობა კი არა აქვთ. მართალს ამბობთ: ცხენოსნობის სკოლაში კაცი ვერ შეისწავლის ასეთ კარგ მხედრობას. აქ ხანგრძლივი ეროვნულის ცხოვრების ტრადიცია სჩანს. საკვირველი კია და.
PS
კართაგენი ანუ გრუზინსაკაია მეჩტა უნდა დაინგრეს!