ბასილ კობახიძის პროფილი ბნელებმა დაბლოკეს დროებით, ამიტომ მისი სურვილით ვდებ მის ახალ განცხადებას – წერს ფეისბუქზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე და შემდეგი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს:
“ორი სასულიერო პირი სცემდა ლექსო ლაშქარავას, ერთი არის დიაკონი ნიკოლოზ კუპრეიშვილი აბაშიდან (მარჯვენა ფოტოზე), მეორეს სახელი თუ ვინმემ იცით, დაწერეთ (მარცხენა ფოტო). ორივე დღესვე უნდა დააკავოს პოლიციამ, როგორც დანარჩენი ანაფორიანი მოძალადეები, მათ შორის მეუფე იოანე გამრეკელი და დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი” ნათქვამია ბასილ კობახიის სახელით გავრცელებულ ინფორმაციაში.