“დარწმუნებული ვარ, გამოძიების შედეგად გაირკვევა სიმართლე და აღარასოდეს განმეორდება ტრაგედია”

საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი „ტვ პირველის” თანამშრომლის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:

„მწუხარებას გამოვთქვამ “ტვ პირველის” თანამშრომლის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს ამ უდიდეს ტრაგედიას.

დარწმუნებული ვარ, გამოძიების შედეგად გაირკვევა სიმართლე და აღარასოდეს განმეორდება ტრაგედია, რომელმაც ასეთი დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და მთლიანად ქვეყანას.

ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share