ბათუმში ოპერატორებმა მდუმარე აქცია გამართეს

ბათუმში ოპერატორებმა მდუმარე აქცია გამართეს – მათ ვარდების სკვერში ტექნიკა გამოიტანეს და ამ ფორმით სამძიმარო გამოუცხადეს გარდაცვლილი ოჯახს, კოლეგებს და ქვეყანას. სხვადასხვა ტელევიზიების წარმომადგენლებმა მედიაზე განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს.

“ძალიან ცუდი ამბავი შევიტყვეთ დღეს. მთელი ქვეყნის ყრაგედიაა ეს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა დასკვმას დადებს ექპერტიზა. მიმაჩნია რომ მთელმა ქვეყანამ, საზოგადოებამ ბოდიში უნდა მოუხადოს ლექსოს ოჯახს. ძალიან მიმძიმს, რომ არა ის დიდი შეცდომა რაც საზოგადოებამ დაუშვა რამდენიმე დღის წინ – ეს ბიჭი ცოცხალი იქნებოდა,”- განაცხადა ალეკო აბაშიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share