ოთხოზორიას დედა ლაშქარავაზე: ჩემს შვილთან ერთად დაგტირი, ღირსეულო ქართველო

“ჩემს შვილთან ერთად დაგტირი, ღირსეულო ქართველო”. – წერს საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე.

“5 ივლისიდან საკუთარ თავს ვებრძვი, ჩუმად, ჩემთვის გამოვხატავ აღშფოთებას და ვეკითხები იმ ვაიპატრიოტებს, რა გასამრჯელო მიიღეთ საქართველოს ღალატში? რაში მოიხმართ იმ თანხას, რომელიც რუსული საქმის გაკეთებაში აიღეთ. სირცხვილი და მრავალჯერ სირცხვილი თქვენ და თქვენ გამზრდელ დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს.

მეცოდება თქვენი შვილებიც…

ჩემს შვილთან და მრავალ საქართველოსთვის დაღუპულ ქართველებთან ერთად დაგტირი ღირსეულო ქართველო”.- წერს ჯულიეტა ჭანტურია.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ლაშქარავა დღეს, 13 ივლისს დაკრძალეს.

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ.

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share