გრიგოლია: წარმოდგენა, რომ არ გაქვს ვიღაც დეპუტატო, შალვა პაპუაშვილო, რა არის მედიის ტკივილი

“ესეც კი პერფორმანსით დაკრძალესო, თუ რაღაც ამაზრზენი სიტყვები ამ კაცის, ამ შალვა პაპუაშვილის”,-  ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დღევანდელი ეთერის საშუალებით ქართული ოცნების დეპუტატს , შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“ხომ მკვლელი იყო ეს კადრები, დახრილი კამერები… ოპერატორებმა, როგორ გაუკეთეს დერეფანი და საღამოს დაგვიწერეს, რომ ეს რა შოუ მოაწყვეთო?! ესეც კი პერფორმანსით დაკრძალესო, თუ რაღაც ამაზრზენი სიტყვები ამ კაცის, ამ შალვა პაპუაშვილის – გლოვაშიც კი პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენო, დრონით დაკრძალესო. მეტი შეურაწყოფა რა უნდა მოგაყენონ ახლა. აუხსენით ხალხო ამ ხალხს, რომ ეს თქვენი დატირება იყო, თქვენი კოლეგის და არა პერფორმანსი. წარმოდგენა, რომ არ გაქვს ვიღაც დეპუტატო შალვა პაპუაშვილო რა არის მედიის ტკივილი და რა არის მედიის მიერ დატირება. პერფორმანსი კი არ არის მოკვდნენ დღეს ეს ბიჭები თან ტიროდნენ, თან გლოვობდნენ და თან მუშაობდნენ”,- ამბობს გრიგოლია.

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი TV პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე საუბრობს, სადაც აბობს, რომ “გლოვაშიც კი პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ”.

https://metronome.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share