ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში, სამწუხაროდ, გაუარესებულია. ყველა მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას გაზრდილია – ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე, ახალი შემთხვევები, დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ბოლო 7 დღის და 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი აცდა უკვე 4%-იან თამასას, ერთადერთი ყველაზე მძიმე მაჩვენებელი, რომელიც გახლავთ სიკვდილიანობა ის მოდის ქვემოთ, მაგრამ მაინც, გარკვეულ დღეებში ეს მაჩვენებელი არის ერთნიშნა, დღეს გვაქვს, სამწუხაროდ – 13 გარდაცვალება. ეპიდსიტუაციის გაუარესება დაკავშირებულია მოგეხსენებათ იმ შემსუბუქებებთან, რაც განხორციელდა და რაც მთავარია, იმ წესები არ დაცვასთან, რა რეგულაციებიც არსებობს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ დავიცვათ ყველა ის წესი, რასაც ხშირად ვაჟღერებთ. სამწუხაროდ, ნიღაბს დახურულ სივრცეებშიც აღარ ატარებენ, ეს დაუშვებელია, ნიღაბი გახლავთ ყველაზე მძლავრი დაცვის საშუალება ვაქცინასთან ერთად. დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე. საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში დადასტურდა ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.68%, ბოლო 14 დღის – 4.1%, ბოლო 7 დღის – 4.46%.