“თვალი გაახილოს ხელისუფლებამ და კარგად მოუსმინოს ჟურნალისტებს, კარგად დააკვირდეს იმ უმწვავეს რეაქციებს , რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღეს, სანამ დროა იფიქრონ ამ ქვეყანაზე და არ დატოვონ ქვეყანა იზოლაციაში ყოველგვარი საერთაშორისო მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე.
გამოფხიზლდნენ, არც ერთი სავარძელი არ ღირს ამად.
დღეს რომ დაიწყეს ჩხრეკა, სად იყვნენ ამდენი ხანი?
სანამა რ გაკეთდა უმწვავესი განცხადებები, სად იყვნენ ამდენი ხანი?
ან ორიოდე ადამიანის დაკავებაა მნიშვნელოვანი?
უნდა დაისაჯოს ყველა ორგანიზატორი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველამ, ვისაც შეეძლო ძალადობის შეჩერება და არ შეაჩერა.
სულ არ მადარდებს მათი პირადი სანქციები [ხელისუფლების], ქვეყანა რჩება იზოლაციაში.
ჩვენ არ გავჩერდებით – თან საქმე, თან ქუჩა.
ვიკრიბებით ხვალ [17 ივლისს] ლექსოსთვის პარლამენტის წინ.
არ ვაპირებთ პროტესტის შეჩერებას, სანამ არ გადადგება პრემიერი და არ დაისჯება ყველა მოძალადე”.
განაცხადა tv პირველის ეთერში ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.