“გააკეთეთ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნებზე” – მედია და NGO-ები მიშელს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა:

“მე მქონდა საუბარი პრეზიდენტ მიშელთან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მას ვუთხარი, რომ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ, ასევე გვქონდა ჩართულობა ოპოზიციასთან. ასევე, მას ვუთხარი, რომ ვართ მოწადინებული და მოტივირებული, გავაგრძელოთ და ვაკეთოთ მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე.

მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, რომ მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს გამჭირვალე და ტრანსფარენტული. პრეზიდენტ მიშელს მივმართე თხოვნით, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ საქართველოში, რომ არავის მიეცეს საშუალება ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციით.

მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს და ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება და ის პირობები, რომელიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში სრულდება. აქვე, მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი შეთანხმებაზე, რაც ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და დამშვიდებისთვის”

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩამოვიდა.

alia.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share