“ეროვნულობა ჩოხის ჩაცმა კი არაა, მთავარია რას აკეთებ ამ ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის”-აცხადებს გიორგი უშიკიშვილი “მთავართან” და საზოგადოებაში დაგროვილი ზიზღისა და დაპირისპირების უკან რუსულ თამაშებს ხედავს:
“შეიძლება მეც ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ვერ ვიქნები ადამიანი, რომელიც სხვაზე თავდასხმებსა და ძალადობას გაამართლებს. ის, ვრაც რუსეთს აწყობს, არის სწორედ ჩვენი ერთმანეთზე გადაკიდება. ასე ორ ნაწილად რომაა გაყოფილი ხალხი, ჩვენ ხომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ყველას გვაქვს ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ ცხოვრების უფლება? ჯერ ერთი, შენ თუ რაღაც არ მოგწონს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სხვასაც აიძულო არ მოეწონოს. და ახლა უყურეთ რა ხდება? როცა ძალადობას გმობ, შენ განიხილები მათთვის, როგორც ეროვნულობის მტერი. მთავარი ჩოხის ჩაცმა კი არაა, თორემ ჩოხა მაქვს იმდენი, სად წავიღო არ ვიცი.. მთავარია, შენ რას აკეთებ ამ ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის, ევროპული გზისთვის”-ამბობს უშიკიშვილი.