“ოცნება” ძალიან სახიფათო გზაზე შედგა”

ოცნება ძალიან სახიფათო გზაზე შედგა – კულტურის მინისტრი მედიაზე ძალადობის და ბულინგის მაგალითს იძლევა, თან ამაზრზენად კეკლუცობს… საიდანღაც მეცნობა თვითკმაყოფილი მოძალადის ასეთი გამომეტყველება… ალბათ, 30-იანი წლების რუსეთსა და 40-იანების გერმანიაზე გადაღებული ფილმებიდან… და “მაგრამთან” ისევ ფრთხილად იყავით მეგობრებო. ეს ძალიან საშიში, მკვლელი სიტყვა შემოგვაჩვიეს… 5 ივლისიდან აშკარად რაღაც დიდი და საბედისწერო დაიწყო საქართველოში. აი, ვისთვის საბედისწერო – ქვეყნისთვის თუ მთავრობისთვის, ჯერ ძნელი სათქმელია…

წერს ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი, რომელიც აღნიშნული პოსტით, დღეს სენაკის თეატრში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. დღეს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტვ “მთავარის” ჟურნალისტს ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და აღარ დაუბრუნა.
წართმეული მიკროფონით ხელში სცენაზე ასულმა მინისტრმა დარბაზში მყოფებს ამ სიტყვებით მიმართა: “გაუმარჯოს ბიძინა ივანიშვილს! ესენი ვერასდროს დაბრუნდებიან” !
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share