მწვანე ვაშლის ჭამა არაა რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს პანკრეატიტი ან ნაღვლის გამომტანი გზების დისკინეზია, განსაკუთრებით გამწვავების სტადიაში. ამ შემთხვევაში სჯობს ვაშლის ტკბილი ჯიშების მიღება ან მათი გამოცხობა. გასტრიტის ან წყლულოვანი დაავადების დიაგნოზის შემთხვევაში, დღეში ერთზე მეტი მწვანე ვაშლის მიღება არაა მიზანშეწონილი. უმჯობესია თუ მას მივიღებთ ძირითადი კვებიდან ერთი საათის შემდეგ და არა უზმოზე.
ვაშლში შემავალმა მჟავამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კბილის მინანქრის მდგომარეობაზე, ამიტომ მისი მირთმევის შემდეგ საჭიროა პირის ღრუს გამოვლება. ამას გარდა მჟავა აღიზიანებს ლორწოვან გარსს და აძლიერებს მადას.
მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, დღეში ორზე მეტი მწვანე ვაშლის მიღება არაა რეკომენდებული.