„დღეს საბჭოზე განვიხილეთ აცრების კიდევ უფრო ინტენსიურად ჩატარების, ასევე, პირბადის მაქსიმალურად ტარების საკითხი – ეს უნდა იყოს დახურულ სივრცეში მანდატორულად, ღია სივრცეებში კი, სადაც ადამიანები იკრიბებიან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ამასთან, მთავარია თავშეყრების სრული აკრძალვა – ქელეხი ქორწილები, კონცერტები. აუცილებელი იქნება საზღვრებზე დამატებითი კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდეს საეჭვო ინფიცირებული და ასევე, მეტი ადგილის მობილიზება იყოს სასტუმროებში. დღეს გაიცა რეკომენდაცია, რომ მობილიზებული იყო ოთახების შესაბამისი რაოდენობა, რათა როგორც ინფიცირებული, ასევე მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები, ვისაც სახლში იზოლირების პირობები არ აქვს, გადაყვანილი იყოს სატუმროში, რათა გადაცემის ჯაჭვი რაც შეიძლება მალე გაწყდეს.
ქორწილები და ქელეხები, დიდი რაოდენობის ადამიანების თავშეყრა აკრალულია, მაგრამ ამის დაცვა არ ხდება, ამიტომ კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.