“ორი ცალი გაქვთ და რად გინდა?” – ასე პასუხობს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას – როდის დააბრუნებს “მთავარი არხის” კუთვნილ მიკროფონს. ცნობისთვის, ის ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტს 22 ივლისს წაართვა.
წულუკიანმა არ უპასუხა კითხვას სად აქვს “მთავარის” მიკროფონი.
წულუკიანმა დღეს ეთნოგრაფიის მუზეუმში მისი სამინისტროს 10-წლიანი გეგმა წარადგინა.
ცნობისთვის, 22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. ამ თემასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და ამჯერად “მთავარი არხის” ჟურნალისტი მიკროფონის დასაბრუნებლად სვანეთში “დაიბარა”. წინააღმდეგ შემთხვევაში წულუკიანმა თქვა, რომ მომავალ შეხვედრამდე ჟურნალისტმა უნდა დაიცადოს.