“მენდეთ, არ გიღალატებთ… ვალდებულებას, რომელიც ავიღე, რომ საქართველოში ჩამოვიდე, ამჯერად…”- სააკაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას ვიდეომიმართვით ეხმაურება და აცხადებს, რომ ამჯერად “ევროკავშირის რეფერენდუმი” საერთო, სახალხო რეფერენდუმად უნდა გარდაიქმნას, რომელიც ხელისუფლების შეცვლისკენ იქნება მიმართული.

მისივე თქმით, საქართველოს მეტი დასაკარგი დრო აღარ აქვს და ეს წელი გამარჯვების წელიწადია.

“გუშინ ივანიშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად წინასწარვე აღიარა მარცხი ოქტომბრის რეფერენდუმზე. ის, რაც მან გუშინ გააკეთა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა და ერთადერთი პარალელია ის, რაც გააკეთა იანუკოვიჩმა, როდესაც 2013 წელს გამოვიდა ევროკავშირთან შეთანხმებიდან, რა მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩისა და მისი ბანდისთვის, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს.

ის ვალდებულება, რომელიც მან აიღო, იყო არა ვალდებულება მხოლოდ ევროკავშირის ან რომელიმე პარტიის წინაშე, არამედ ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე მას შემდეგ, რაც ქართველ ხალხს მოპარა საპარლამენტო არჩევნები გასული წლის ოქტომბერში და აიღო ვალდებულება ჩაეტარებინა რეფერენდუმი და ქართველ ხალხს გადაეწყვიტა, უნდა დანიშნულიყო თუ არა რიგგარეშე არჩევნები. როდესაც დაინახა, რომ კატასტროფულად აგებს, მან ეს ვალდებულება მთლიანად გააუქმა.

მისი გეგმები, რა თქმა უნდა, გასაგებია. ეს მან გააკეთა ივლისის ბოლოს, აგვისტოში აპირებს, დახუროს ოპოზიციური მედია, სანამ მთელი მსოფლიო და ქართველების ნაწილი შვებულებაშია წასული, შემდეგ აპირებს, კოვიდის საფარქვეშ შემოიღს შეზღუდვები, დააშინოს ხალხი. კოვიდიც ხელოვნურად გავრცელდა, იმიტომ, რომ შარშან, არჩევნების წინ შემოიყვანეს რუსი ტურისტები, რომლებმაც გაავრცელეს კოვიდი. ახლაც მასობრივად შემოჰყავთ იმ ქვეყნებიდან ყალბი ცნობებით ტურისტები, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნებას ადამიანების სიცოცხლე ეწირება. იგივე გეგმა აქვს წელს სექტემბრისა და ოქტომბრისთვის. რამდენჯერ უნდა ჩაგვიტაროს ერთი და იგივე ხრიკი.

იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამეტო არჩევნებზე, მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნების და ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლაზე. ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში, ბევრ სხვა ადგილზე, პრაქტიკულად ყველგან ვაყენებთ ძალიან კარგ კანდიდატს და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მძარცველ ბანდას აღარ გააჩნია. ქართველ ხალხს უნდა ღირსეული ცხოვრება და ამ გაჭირვების გადალახვა. მას მობეზრდა ჭაობში, სიღატაკეში, უპერსპექტივობაში ცხოვრება, სადაც ერთადერთი პერსპექტივა, რასაც უსახავენ, ქვეყნიდან გაგდებაა.

ნაციონალური მოძრაობა” მთელი ეს პერიოდი ასრულებდა შარლ მიშელის ხელშეკრულების უკლებლივ ყველა პუნქტს, მიუხედავად მისი არასრულყოფილებისა. “ქართულმა ოცნებამ” ფეხქვეშ გათელა ყველა თავისი ვალდებულება. ამჯერად, უკვე ევროკავშირის რეფერენდუმი გარდაიქმნება საერთო, სახალხო რეფერენდუმად – ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე.

ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც ჩემ ვალდბეულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად უკვე სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ვერ ეღირსება ამეჯრად, ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია. ახლა უკვე საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმების, მენდეთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, არასდროს არ გიღალატებთ მე და ჩემი თანამებრძოლები”, – განაცხადა

სააკაშვილმა.

Home 1

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share