“ყაბალახი არ დაკარგო! ორი წიგნი არ აქვს წაკითხული დატრენინგებული ენჯოშნიკია , ე, იმ ტრენინგები რაც ისწავლა აკეთებს! 2 წიგნი არ ექნება წაკითხული, შეამოწმეთ მაგის ინტელექტი! ასეთებს სპეციალურად ზრდიან, ბევრი გამოჩნდება , ბევრი ლადოიე ბავშვების ტვინებს გამოსარეცხად! ლადოიე ტალახი არ დაკარგო, ცოცხი ისედაც ქე გაქ!”
ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, ლანჩხუთელი პედაგოგის, ლადო აფხაზავას გამოხმაურებას ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობაზე, ქალაქ ოზურგეთის მეორე დაჯარო სკოლის პედაგოგი, ლელა ქინქლაძე.
“მასწავლებელი მოკლეს, მასწავლებელი, რომელიც ქართველ ბავშვებს ასწავლიდა და ამზადებდა მომავალი გამოწვევებისთვის. მადლობა მას ამისთვის და გვაპატიე, მასწავლებელო , რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული. გვაპატიონ შენმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, მოსწავლეებმა, თანამშრომლებმა. ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ და დაისაჯოს დამნაშავე. მასწავლებელი მოკლეს, გვაპატიეთ მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით…”, – დაწერა მკვლელობის დღეს ლადო აფხაზავამ.
მოგვიანებით კი მისი ამ განცხადების ტექსტს მცირე განმარტება მოაყოლა:
“რაღაც უნდა შევცვალოთ ქართველებმა და საქართველომ. საქრთველოს აზიანებს შენი განცხადებებიო, რომ ვთქვათ სამძიმრის წერილი გამოვთქვი და მაპატიე მასწავლებელო, ასეთი სტატუსი დავწერე, საქართველოს კი არ ვაზიანებ, არამედ მინდა, რომ უკეთესი იყოს ჩემი ქვეყანა. გვინდა ტურისტები ჩამოვიდნენ, გვინდა საქართველო გავხადოთ მომხიბვლელი ქვეყანა, მაგრამ ასე არ გამოვა.
აუცილებელია, რომ რომ შესაბამისმა ორგანოებმა ძალიან სწრაფად დანაშაული გახნან და დაისაჯონ დამნაშავეები, თუმცა ძალიან ცოტა რამ მახსენდება, რომ ვთქვათ გამოძიებულია, ან დასჯილია”, – თქვა ლადო აფხაზავამ.
ცნობისათვის:
გუშინ. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის ფერდზე, 31 წლის, თბილისში მოღვაწე ავსრეალიელი პედაგოგის, შანაი ბრუკის ცხედარი იპოვეს
ამ დროისთვის საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულია.
ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მასწავლებლად მუშაობდა პოლიციამ 30-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვა.
უცნობია რა გზით მოხვდა ახალგაზრდა ქალი მთაწმინდის მარცხენა ფერდზე, სადაც რაიმე ინფრასტრუქტურა მოწყობილი არაა და ბილიკი საკმაოდ რთულად გასავლელია. ტერიტორიაზე ერთი შესასვლელი ეშმაკის ბორბლის მხრიდანაა, მეორე გზა კი ქალაქის, ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან ასასვლელია.
მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმე გახმაურდა სოციალურ ქსელში მას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებიც შეძტა ახალგაზრდა ქალის ტრაგედიამ.