“მთავრობას კი გამოცვლი ამიგო, მაგრამ ხალხს ვინ გამოცვლის”?

კოლუმბიელი მეგობარი მყავს ერთი, ხულიო. ამას წინათ ვსაუბრობდით კოლუმბიაზე. გულდაწყვეტილი იყო, არასოდეს გვეშველება რამეო. – რატომ კაცო, აი ამდენი ჭკვიანი კოლუმბიელი ცხოვრობთ ამერიკაში, იქაც წამოიზრდება ახალი თაობა, შეცვლით მთავრობასაც და იქნებ … – ხულიომ ერთხანს ჩუმად მიყურა. მერე გაეცინა. – მთავრობას კი გამოცვლი, ამიგო, მაგრამ ხალხს ვინ გამოცვლის? ხალხის უმრავლესობის მენტალიტეტის გამოცვლას მინიმუმ 2 თაობა სჭირდება. მაგდენი ხანი ვერცერთი მთავრობა ვერ გაუძლებს წნეხს. დიქტატორს შეუძლია მოახერხოს, მაგრამ დიქტატურა ისედაც რყვნის და ანადგურებს. ამიტომ, ზაზუნებივით დახურულ ბორბალში დავრბივართ. – დავფიქრდი …
მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი, ზურაბ გურული
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share