ჩინეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პეკინში, კორონავირუსის “დელტა” შტამის გავრცელების გამო შეზღუდვები გამკაცრდება. ინფორმაციას France24 ავრცელებს.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო პეკინმა ტურისტებს ქალაქში შესვლა აუკრძალა. გამონაკლისს მხოლოდ ის უცხოელები წარმოადგენენ, ვისაც პი-სი-არ ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს.
ამასთან, ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, პეკინი არ დატოვოს.
Worldometer-ის ცნობით, ჩინეთში პანდემიის პერიოდში COVID-19-ის 93 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, 4,6 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 87,3 ათასი გამოჯანმრთელდა.