პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ხვალ, 5 აგვისტოს ოზურგეთს ეწვევა.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ის თავდაპირველად, დღის ორ საათზე, ადგილზე პარტიის ოფისს ოფიციალურად გახსნის და ადგილობრივებს, ოზურგეთის მერობის კანდიდატს, გია ცეცხლაძეს წარუდგენს.
ამის შემდეგ, გიორგი გახარია 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში გმირულად დაღუპულ, ზაზა დამენიას საფლავს მიაგებს პატივს.
ასევე, შეხვდება ოზურგეთის ბაზარში დასაქმებულებს.