მედიკოსები პესიმისტურ გათვლას აკეთებენ და ლეტალური შემთხვევების გაორმაგებას არ გამორიცხავენ

ეპიდვითარება ქვეყანაში უმართავი ხდება. 4 ათასზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილთა უპრეცენდენტო რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში. ეს არის დღევანდელი რეალობა, რომელიც რამდენიმე კვირაში, სამწუხაროდ, დრამატულად დამძიმდება.

მედიკოსები პესიმისტურ გათვლას რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით აკეთებენ და ლეტალური შემთხვევების გაორმაგებას არ გამორიცხავენ. ინფიცირებულთა ყოველდღიურად მზარდი სტატისტიკა კოლაფსის საფრთხის წინაშე აყენებს ჰოსპიტალურ სექტორს. შესაძლოა, მძიმე პაციენტებმა გადატვირთული კლინიკებისა და ცხელი ხაზის გამო აუცილებელი სამედიცინო დახმარება საერთოდ ვერ მიიღონ.

ჯანდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს დეტალებს, თუმცა მთავრობაში აქტიურად განიხილება საველე ჰოსპიტალების ამუშავების გეგმაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share