“50 მილიონიან უკრაინაში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, ეკითხებიან აზრს, ჭკუას, ითვალისწინებენ და იყენებენ უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ. ჩემს აქ ყოფნაში უამრავმა ადგილობრივმა (მაღალი თანამდებობის პირები) დაურეკა, რჩევა ჰკითხა, რამდენიმე კონსულტაციაზე მოვიდა…
ამასობაში, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ საქართველოში განსახორციელებელ ახალ, დიდ პროექტებზე, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს, ქვეყანას. ვისაუბრეთ უკიდურეს გაჭირვებაზე, რომელიც საქართველოშია. ქვეყნის დაცლაზე – საკუთარი სამშობლოდან რომ გარბიან ადამიანები, გამოსავლის გზებზე და გადასადგამ ნაბიჯებზე.
უდიდესი გამოწვევა და შანსია ოქტომბრის არჩევნები. ჩვენ ბრძოლას არ დავაკლებთ ქართველი ხალხის გასამარჯვებლად”.
წერს ენმ-ს წევრი ლევან ხებეიშვილი საკუთარ “ფეისბუქ”გვერდზე.