სამხრეთ ამერიკაში მოთოვა. ბოლივიაში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოცდა. უხვი ნალექის შედეგად ფეხბურთის მატჩიც გადაიდო.
პერუში უჩვეულო ამინდის გამო ქუჩები ყინულით დაიფარა, რამაც ტრანსპორტის მიმოსვლა გაართულა.
როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, ცივი კლიმატი ორივე სახელმწიფოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.