ახალი აღმოჩენა საკარაში

იმდენი ისტორიული აღმოჩენა და არტიფაქტი, რაც ეგვიპტემ მოგვცა, ალბათ, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ მოუცია. ნილოსის ხეობა კი, ჩვენს გაოცებას ისევ აგრძელებს… სულ ცოტა ხნის წინ, არქეოლოგებმა საკარაში მოოქროვილი სარკოფაგი აღმოაჩინეს.
კაიროს სამხრეთით მდებარე ისტორიული რეგიონი მეცნიერების ხანგრძლივი კვლევის ობიექტია. ხოლო, საკარა, ისეა ცნობილი, როგორც ფარაონების განსასვენებელი. ოდესღაც იმ ადგილზე, მემფეთა მთავარი ნეკროპოლისი იყო და ყველასთვის ცნობილი, საფეხურებრივი, ჯოსერის პირამიდაც სწორედ იქ მდებარეობს.

 

image

 

საკარაში არქეოლოგმა მუჰამედ იუსეფმა, მიწის ქვეშ, ნაგებობა აღმოაჩინა და ქვის ფილებს შორის, ნაპრალში, ეგვიპტური ღვთაების პტა-ოსირისის ქანდაკება დაინახა, რომელსაც ოქროს სახე ჰქონდა. მოგვიანებით, არქეოლოგმა ამ ადგილზე არაერთი ქანდაკება იპოვა. ხოლო, შემდეგ, მოოქროვილი სარკოფაგიც აღმოაჩინა – ინფორმაციას ახალი აღმოჩენის შესახებ planet-today–ი ავრცელებს.

უჩვეულო სარკოფაგში ჩასვენებულ მუმიას, სახეზე მოოქროვილი ნიღაბი ეკეთა. მართალია ნიღაბი მთლიანად ოქროსი არ იყო, როგორც ფარაონების, ტუტანხამონის და ფსუსენეს Iშემთხვევაში, თუმცა, რადგან საკუთარ თავს ასეთი ფუფუნების საშუალება მისცა, არც ამ სამარხის პატრონი უნდა ყოფილიყო რიგითი ადამიანი.

სამარხი დაზიანებული იყო და სარკოფაგის მიწიდან ამოღებისას, მეცნიერებმა ტვირთის აწევის იგივე მეთოდი გამოიყენეს, როგორიც ძველ ეგვიპტეში იყო. ამჟამად, სარკოფაგი და მუმია დაკონსერვებულია, ხოლო მეცნიერები იმის გარკვევას ცდილობენ, თუ ვინ იყო დაკრძალული, ასე პომპეზურად და რატომ იყო ასეთ უცნაურ ადგილზე, აგებული მისი სამარხი.

https://intermedia.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share