საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0993 ლარი ეღირება, ევრო – 3.6600 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3121 ლარი.
დღეს კი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0927 ლარი ღირდა, ევრო – 3.6624 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3066 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 7 აგვისტოს ამოქმედდება.