ამის შესახებ პროვინციის ადმინისტრაცია იუწყება.
„დრეს, 4:40 საათზე ავტობუსის მძღოლმა, რომელიც ბალიკესირი-ედრემიტის რეისს ასრულებდა, მართვა დაკარგა და ამოტრიალდა. 11 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი საავადმყოფოში. დაშავებულია 18 ადამიანი, რომლებიც ხუთ საავადმყოფოში მოათავსეს“ , – განაცხადეს ადგილობრივ ხელისუფლებაში.
ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთში სამგზავრო ავტობუსის ეს უკვე მეორე მასშტაბური ავარიაა. შაბათს თურქეთის პროვინცია მანისაში, ქვეყნის დასავლეთით, სარეისო ავტობუსის ავარიას 9 ადამიანი ემსხვერპლა და 30 დაშავდა.