“არავინ მოგატყუოთ…”- რა პირობას დებს გიორგი გახარია ხალხთან

„მე ერთგულების ერთი ფიცი მაქვს დადებული და ეს ფიცი ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი და ჩემი სახელმწიფოა და სხვა არავინ.” –  ამის შესახებ გიორგი გახარიამ ხაშურში რეგიონული ორგანიზაციის გახსნაზე, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

გიორგი გახარია:

„ყველა არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, ახლა მუნიციპალურში, შემდეგ საპარლამენტოში, არავინ არ მოგატყუოთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც იქნება. კიდევ უფრო სწრაფად იქნება, ვიდრე ზოგიერთებს ჰგონიათ, ჩვენი მთავარი ამოცანაა წყნარად, მშვიდად, კეთილსინდისიერი ხალხი და პროფესიონალიზმი. რაც არ უნდა ილანძღონ და გინება დაიწყონ, ღირსება, ჩვენი ღირსებაა და ამას არ გავცვლით არაფერში. ეს ქაოსი, ლანძღვა, ცემა-ტყეპა თუ არ დამთავრდა ამ ქვეყანაში ჩვენ ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.“

alia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share