ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 66561
- გამოჯანმრთელებულია – 49811
- მათ შორის გარდაცვლილია – 566
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2656
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3181
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 709
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.