კომპანია სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI -ის მენეჯმენტმა, მსოფლიოში აღიარებულ, საერთაშორისო საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია AFRY–თან ხელშეკრულება გააფორმა. AFRY-ის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საინჟინრო საკონსულტაციო სფეროში. კომპანიის ათასობით ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტზე. ერთ – ერთი ასეთია ბახვი 1 ჰესის პროექტი, რომელზეც კომპანიის ავსტრიის წარმომადგენლობა მუშაობს.
სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI-სა და AFRY -ის შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საერთაშორისო კომპანიის ავსტრიის წარმომადგენლობის წამყვანი კონსულტანტი, ჰიდროტექნიკური ინჟინერი კლაუს ოლბოქი, ბახვი 1 ჰესის ტექნიკურ – ეკონომიკური დასაბუთების და დეტალური დიზაინის პროექტზე მუშაობს. ხსენებული პროექტის ფარგლებში, კლაუს ოლბოქის გუნდში 7 ექსპერტია დაკავებული. სამუშაო ჯგუფი შედგება სხვადასხვა პროფილის პროფესიონალისგან: ჰიდროგეოლოგი, სამოქალაქო ინჟინერი, გეოლოგი, ელექტრო-მექანიკური და ჰიდრო-მექანიკური ინჟინრები.
ავსტრიელ სპეციალისტებთან თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება პროექტის სქემისა და ადგილმდებარეობის დეტალური შესწავლა და სრულყოფა. მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება ჰესის შეგუბების ფართობსაც. მისი ზომა 3.3 ჰექტარიდან 0.3 ჰექტარამდე მცირდება.
კლაუს ოლბოქი და მისი გუნდი საქართველოს სტუმრობდა და ბახვი 1 ჰესის საპროექტო ტერიტორია შეისწავლა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მასთან, მისი საქართველოში ვიზიტის დროს ჩავწერეთ.
კითხვა: რა სახის კვლევებს აკეთებთ ბახვი 1 ჰესის პროექტის ფარგლებში?
კ.ო. ჩვენ, კომპანია CCEH – მა მოგვიწვია, რათა გავუწიოთ საკონსულტაციო სერვისი. ვნახეთ და შევაფასეთ აქამდე ჩატარებული სამუშაო და ტექნიკური კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვიყავით საპროექტო ტერიტორიაზე. დღეისათვის ჩვენი მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით, გამოცდილებით და ცოდნით დეტალურად დავგეგმოთ პროექტის განხორციელების გზები და ვიპოვოთ საუკეთესო ინჟინრული გადაწყვეტილებები პროექტის მართებულად განხორციელებისთვის.
რა სახის გამოწვევები აქვს ბახვი 1 ჰესის პროექტს?
კ.ო. რაც შეეხება პროექტს, მოგეხსენებათ ეს მცირე ზომის ჰიდროელექტრო სადგურის პროექტია, რომელიც საკმაოდ რთული რელიეფის მქონე ხეობაში უნდა განხორციელდეს. ამას ემატება ის გარემო, რომელიც ამ ტერიტორიაზეა არiს მთის მდინარე, რომელზეც იგეგმება ჰესის მშენებლობა, საგულისხმო ფაქტორია მკაცრი ზამთარი, რაც თოვლის დიდ საფარს გულისხმობს ზამთრის პერიოდში. აქედან გამომდინარე, პროექტი მოითხოვს სპეციფიურ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თავის თავში ყველა ამ კომპონენტს გაითვალისწინებს.
რა პრიორიტეტებით ხელმძღვანელობთ პროექტზე მუშაობისას?
კ.ო. ჩვენი პრიორიტეტია შევიმუშაოთ და კომპანიას გადავცეთ სწორი დიზაინის პროექტი, რომელიც მისცემს ჰიდროელექტროსადგურს საშუალებას სწორედ და გამართულად იმუშაოს გრძელვადიან პერსპექტივაში. ასევე, ვიცით, რომ პროექტი ითვალისწინებს გარემოს დაცვით კომპონენტებს, როგორიცაა მაგალითად, ბახვი 1 ჰესის თევზსავალი. შესაბამისად შესამუშავებელი იქნება მისი დიზაინი.
რამდენად ითვალისწინებთ პროექტის სპეციფიურ ადგილმდებარეობას?
კ.ო. ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, მშენებლობის პერიოდში გარემოზე და ამ გარემოში მცხოვრებ ადამიანებზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის თავიდან არიდება ან მისი მინიმუმამდე დაყვანა.