ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი www.er.moh.gov.ge ამოქმედდა.
სამინისტროს ინფორმაციით, საიტზე რეგისტრაციის შესაძლებლობა იმ მოქალაქეებს ექნებათ, რომლებსაც COVID-19 დაუდასტურდათ. 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.
“ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და მეორეს მხრივ 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება”, – წერია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დასამარცხებლად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. ამჟამად საქართველოში ხელმისაწვდომია “ფაიზერის”, “სინოფარმის”, “სინოვაკისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინები.
ვაქცინის დასაჯავშნად შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს – booking.moh.gov.ge