ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ქალებს ერთ საინტერესო რჩევას აძლევს და აღნიშნავს, რომ ქალი უნდა იყოს იდუმალი:
“მეგობარს გამოკითხვა აქვს გახსნილი, ერთ ჭამაზე რამდენ ჩუჩხელას ჭამთო. მეუთხარი, თავს შევიკავებ პასუხისგან, ქალს საიდუმლო უნდა გააჩნდესმეთქი. აქვე მინდა საზოგადოებაში ქცევის წესი გაგიმხილოთ, – თუ ჩურჩხელა არ დაგიჭრეს და ძაფიანად გერგოთ, ძაფი მოხერხებულად უნდა დაიხვიოთ თითზე. ყველა ძაფი ერთ თითზე. არავითარ შემთხვევაში არ გაანაწილოთ ათივე თითზე და მითუმეტეს, არ მოათავსოთ თეფშზე. ქალი უნდა იყოს იდუმალი” _ წერს ფანჯიკიძე.