მოკლედ მოახლოვდა არჩევნები და არიქა ატყდა ლანძღვა, გინება, წყევლა-კრულვა, ტალახის თუ ლაფის სროლა. რა გჭირთ ხალხო რა უბედურებაა. თქვენ დალოცვილებო თუ იმისთვის იბრძვით რო ქვეყანაში, რეგიონში, ქალაქში თუ სოფელში ცხოვრების პირობები შეცვალოთ უკეთესობისკენ, საქმის კეთებაზე ორიენტირდით. და თუ იმისთვის იბრძვით რომ მხოლოდ პარტიული დავალებები ასრულოთ, სამსახური გქონდეთ და ბანკომატიდან ხელფასი კრიფოთ თქვით პირდაპირ.
30 წელია არჩევანს ვაკეთებთ შემდეგი პრინციპით:
1. ოღონდ აი წევიდეს და ვინცხა გინდა იი მევიდეს .
2. აღარ იქნა აგინის გაძღომა ახლა სხვასაც აცალონ.
3. მაინც გააყალბებენ და ტყულა მტერი რაიზა მევიკიდო.
სწორედ ამგვარმა მიდგომებმა მიგვიყვანა ამ კატასტროფულ მდგომარეობამდე როგორადაც დღეს ვართ.
დროა ვისწავლოთ სწორი არჩევანის გაკეთება და ოპონენტების პატივისცემა. ვინც ჩემთან არაა ყველა მტერიას პრინციპით მოქმედება ანგრევს საუკუნეების მანძილზე სიყვარულით ნაშენებს. თუ ნგრევისთვის იმეტებ შენს ქალაქს, შენს მუნიციპალიტეტს, შენს რეგიონს, შენს ქვეყანას, შენს ხალხს მაშინ ნუღარ ესაუბრები ამ ხალხს აღმშენებლობასა და კეთილდღეობაზე, რადგან ზიზღის, ტყუილის, მტრობისა და ბოროტების საძირკველზე აშენებული სახლი ვერასოდეს გახდება სიყვარულის სახლი.
#დაასრულეზიზღი
#დაასრულეცილისწამება
#გადადგიღირსეულინაბიჯი
#გააკეთეღირსეულიარჩევანი- წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ოზურგეთის მერის წარმომადგენელი სოფელ ნატანებში, ამირან ბაქანიძე.