რომელი ქვეყნებიდან შემოდის ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში

მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული საშუალო თვიური ვიზიტების რაოდენობა 111,3 ათასით განისაზღვრა.

ვიზიტორების რაოდენობამ კი 88,1 ათასი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მოქალაქეობის მიხედვით, ყველაზე მეტი 14,8 ათასი ვიზიტორი საანგარიშო პერიოდში საქართველოს თურქეთიდან ყავდა, მას მოსდევს ისრაელი – 12,1 ათასი ვიზიტორით, ხოლო მე-3 ადგილზეა უკრაინა, საიდანაც საქართველოში 10,7 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share