თალიბანის გადაწყვეტილებით დგინდება შემდეგი წესები:
ნარკოტიკული საშუალებების მოყვანა, გაყიდვა ან გაყიდვის ხელშეწყობა, ამიერიდან სიკვდილით ისჯება;
სისხლის აღება გაუქმებულია. ამიერიდან ყველა დავა ისლამური შარიათის სასამართლოში გადაწყდება, აღარ იარსებებს დავების გადაწყვეტის სხვა ლეგიტიმური გზა, გარდა შარიათის სასამართლოსა;
ჩვენ ვიწვევთ ინჟინრებს, ექიმებს და სხვა პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან ავღანეთის აღსადგენად. ჩვენ მათ მაღალ ხელფასებს ვთავაზობთ;
ამიერიდან მკითხაობა, სასიყვარულო შელოცვები, მრავალღმერთიანობა სასტიკად დაისჯება;
ახალგაზრდა ბიჭების მიმართ ძალადობა ისჯება სიკვდილით. ავღანეთის ისლამური საამირო მკაცრად დასჯის გარყვნილების პროპაგანდისტებს;
ქალებს შეუძლიათ სახლიდან თანხმლები პირების გარეშე გავიდნენ, მაგრამ ჰიჯაბის ტარება სავალდებულო ხდება;
ავღანეთის ისლამური საამირო კრძალავს პროცენტებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობას, ყველა ვალები და პროცენტები გაუქმებულია.